Grand Ali

Grand Ali, Fabulous he, Ali Ababua :rolleyes: ერთად ერევა ექვს მაგარ ბიიჭს (ეს ქართულ გახმოვანებაში). ალადინი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ^^ მიყვარს ეს სიმღერა).

Comments (3) »

ფუ, ბავშვები!

იცი რა მეზიზღება? პატარა ბავშვები : | დაახლოებით წლინახევრიდან 10 წლამდე. საზიზღრები არიან, ნაგლები და დამპლები! რასაც ეტყვი,  უკუღმა აკეთებენ, სისულელეებს ბოდიალობენ, უდროო დროს ყრანტალებენ რაღაცეებს, ჩხავიან და ყველაფერს აფუჭებენ!
ვინ თქვა პატარა ბავშვები საყვარლები არიანო? სისულელეეეე! ბევრი 10 წელს გადაცილებული ბავშვი ვერ გააკეთებს ისეთ საშინელებას, რასაც ჩემი 4 და 5 წლის დეიდაშვილები აკეთებენ!
ხოოდა ქუჩაში რო დაინახავენ ბავშვებს და რო დაიწყებენ: “დედაა რა საყვარელიაააა რამდენი წლისააა უტუტუტუუ რა ლოყები აქვს” აი მასე არასოდეს მოიქცე იმიტომ რომ მაგ საყვარელი ფუმფულა ლოყების უკან რომელიც სულაც არაა საყვარელი, უსაზიზღრესი არსება იმალება!

Comments (3) »

საზიზღარი 131-ე

imdenad sazizgaria, rom posti cavshale :wub:

Comments (5) »

გოთის პაემანი….ანდა ყივჩაღის სხადნიაკი

“ყივჩაღის პაემანი” მე-10 კლასში გავიარეთ :D მაგ დროს as usually ლადოს გვერდზე ვიჯექი(აი ის ლადო სულ რო იტყუება და თვითონაც რომ სჯერა). ხოოდა მუზა მოგვივიდა რაა და ლექსი ცოტათი გადავაკეთეთ.
თავისთავად, ლექსი იდეალური არა.
არის რაღაც ფაქტობრივი უზუსტობები: “გოთ-ფესტზე გნახე………და ხმა ისმოდა ნაითვიშისა…”
ურითმო ადგილები: როცკერად-გადამიჩეხა. ისე ეს ჩვენი ბრალი არაა, ლეონიძესაც მასე აქვს. ჩვენნაირად საშინლად არა, მაგრამ…  ყივჩაღად-გადამიჩეხა
რაღაც ბოდვა: “ვლეწე გეპეი შიპოვკიანი”. ამისი აზრი მე არ მესმის, მაგრამ ლადომ დაიჟინა მასე დავწეროთო და მეთქი კარგი… 

აი ისიც:

გოთის სხადნიაკი

სასაფლაოდან გოთი გაფრინდა,
პადზემკის ქსელი გადაიარა,
ისევ დავლიე,
მზიურის ბოლოს
ჩასაფრებული ვაწყობ გიტარას.

მტკვარზედ, ვერეზედ ისევ ყვავიან
ხოდაბუნდები ორქიდეისა,
შენი პირსინგიც ისე ტკბილია
როგორც ბალტიკა დადუღებისას.

გოთ-ფესტზე გნახე,
კონცერტი იყო
და ხმა ისმოდა ნაითვიშისა,
ნეტამც ორაყი არ დამელია და იმ დღეს დრამი არ დამელეწა

საფლავ და საფლავ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზა სისხლიანი,
გვირაბს ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე გეპეი შიპოვკიანი.

მაგრამ თვითონაც დაილეწება
დაბადებულა ვინც კი როცკერად,
მუზარადიან ვიკინგს შემოვხვდი,
თავი მათრახით გადამიჩეხა.

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები,
როგორც ქემელის ღერს ოხშივარი,
კუკიის ველებს ასდით ნისლები.

მოდი, გეძახი ათას წლის შემდეგ,
დამნაცროს ელვამ ტყავის ტანგისა,
შავი ვარდების ნიშანი არის
და დრო ახალი სხადნიაკისა.

Comments (5) »

ანგელოზი თუ???

თუ 

ანგელოზი თუ ეშმაკიო, არა?

ერთ ყმაწვილზე უნდა მოგითხროთ. გუშინ ვუთხარი ხვალ დავწერ მეთქი შენზე. ხოოდა ეს ყმაწვილი არის არც მეტი, არც ნაკლები გოგა დიდებაშვილი (a.k.a Slashie), იგივე გოგა მრისხანე, რომლის მფლობელობაშიც არის ტერიტორია სამგორის მეტროდან იმ ხიდამდე, მოსკოვის პროსპექტს და ტრიციტ პერვს რომ ყოფს(ზუსტად ჩემი სამფლობელოს პარალელურია).

ეს ყმაწვილი უშვებს რა იაჰუში ანგელოზის სმაილებს, პრეტენზიას აცხადებს ამ უკანასკნელობაზე. შეიძლება მისი კულულების დანახვაზე მართლაც ასე იფიქროთ, მაგრამ გარეგნობა მაცდურია.  აბა როგორ დავიჯერო, რომ გოგა ზის ხოლმე უცოდველი სახით და ქნარს აკვნესებს, როცა უეჭველი ვიცი, რომ რაღაც სატანისტობებს უკრავს გიტარაზე?! ანგელოზი არ ვიცი მაგრამ ჩემნაირი ლუზერი რომაა, ეგ ცხადზე უცხადესია, მეგობრებო.  ზუსტად ჩემნაირად უმართლებს ყველაფერში, განსაკუთრებით უცხოეთის ამბებში. არა ისე მე უფრო მიმართლებს. მაშინ რომ მივფინავდი და აეროპორტიდან რომ დავრეკე მამამისმა არ გამოუშვა. სიზმრებშიც არ უმართლებს :D

გუშინ რომ შევპირდი, შენზე დავწერ მეთქი, რაღაც იდეები მაწუხებდა, ახლა კი ერთი აზრიც არ მიჭაჭანებს თავში :(   და მაინც!

  • გიჟდება პოლ მაკარტნიზე
  • დეზდემონას პონტში დახრჩობით მემუქრება
  • მაგრამ ოტელო არ დამიძახოთო მოითხოვს
  • პირველად რომ ვნახე მეტალიკის მაიკა ეცვა
  • დაახლოებით ჩემს პირდაპირ ცხოვრობს
  • ოღონდ შორს
  • ლეპტოპს მახარბებდა და მეც გავჩითე მასეთი ლეპტოპი
  • ვიტყუბიიი სულაც არ მახარბებდა
  • ჯემალასთან საუბარზე ოცნებობს
  • როკსონის იბანეზი მაგარი ბანძია და სქუიერის სტრატოკასტერი ჯობიაო ამბობს (ვინ იცის, ასეცაა…)
  • წაიკითხა ჰარი პოტერის 6 ნაწილი და მე7 ეზარება
  • Aliante-ში ვმონაწილეობდით რა :D
  • გადაგვაგდეს

ესეც quickfacts
მეტი არ მახსენდება ცჰემი დზმა ბოდისჰი

აი ისიც, ბლოგის პირველი გეროი:

Comments (5) »

პანდორა ბრაითუაითი

დიახ, პანდორა ბრაითუაითი და არა ის მითოლოგიური პანდორა, ათასი   უბედურებით სავსე ყუთი რომ ჰქონდა. პანდორა ბრაითუაითი-ეს არის ინგლისელი მწერლის, სიუ თაუნსენდის ძალიან ძალიან მაგარი ნაწარმოების (ბესტსელერის) The Secret Diary of Adrian Mole Aged 13¾ -ის მთავარი გმირის როგორც ჩვენებურად იტყვიან, “ლოვე”.  ეს ფოტო ამ წიგნის ერთ-ერთი ეკრანიზაციიდანაა:

არ შემიძლია ჩემი აღშფოთება არ გამოვთქვა, რადგან წიგნში არსადაა ნათქვამი ანდრიანი სათვალეს რომ ატარებს, სავარაუდოდ ჩაპუტკუნებული ლოყები არ უნდა ქონდეს(poor diet) და არც პანდორაა ასეთი მახინჯი. მითუმეტეს, ის შავგრემანი არაა და არც ასეთი მუქი თმა აქვს. ადრიანი ხომ გარკვევით ამბობს: “Pandora has got hair the colour of treacle“,   treacle კი, არ ვიცი მოგეხსენებათ თუ არა , კარამელის მსგავსი რაღაცაა და უმეტეს შემთხვევაში ასეთი ფერისაა:


რაზე ფიქრობდა რეჟისორი ამას რომ იღებდა? თაუნსენდს რატომ არ დაუძახეს კასტინგზე? რაღაც კვერცხობა იქნება დარწმუნებული ვარ. ამ თემაზე სულაც არ ვაპირებდი რამის დაწერას, მაგრამ გუგლში ამ საზიზღარ, უმსგავს სურათს წავაწყდი, და…
არავის მივცემ უფლებას ჩემს საყვარელ წიგნზე ცუდი ფილმი გადაიღოს მეთქი, არ გამოვა, უკვე გადაღებულია მაგრამ მაინც, რაიცი რა ხდება

Comments (1) »

ხოოდა…

როგორც შეგპირდი, ჩემს თავზე მოგიყვები-მეთქი. ხოოდა ესეიგი ვარ 16ის. თუ გინდა ნინო დამიძახე, თუ გინდა ნინი, როგორც გაგისწორდება. ახლახანს დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. საერთაშორისო ურთიერთობებს ავირჩევ :P ჩემი მოწოდებაა. მინდა რომ ვიყო საქართველოს ელჩი გაეროში ან საქართველოს წარმომადგენელი ნატოში (რომ შევა მერე), ან ბოლო-ბოლო რომელიმე ქვეყნის ელჩი. gr8 ambitions, aren’t they?
მიყვარს საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ამორჩევა და მისი თავიდან ფეხებამდე დათვალიერება(არ ვსტრანნობ : P).
და კიდევ მიყვარს ჩემი ძმის მაიკები.
რაღაც მეტი არაფერი მახსენდება
უფრო სხვა რამეზე ვფიქრობ…

Comments (5) »

რათ მინდა ბლოგი?!

რა შეკითხვაა!
მინდა და მორჩა! სხვებს ქონდათ და მომეწონა : D
რას ვაპირებ ამ ბლოგშიიი? ძირითადად ჩემს ნაცნობ ადამიანებზე წერას და კიდევ რაღაცეებს  : D ბევრი იდეა მაქვს მაგრამ რითი დავიწყო არ ვიცი. ესეც შენ მეორე პოსტი…
აგერ ამის ზედა პოსტში ჩემს თავზე მოგიყვები თუ ძალიან გაინტერესებს.

Leave a comment »

Post # 1

ესეც შენ ბლოგიიი…. ჯერ blogspot-ზე გავხსენი მაგრამ მერე ვიფიქრე ალბათ wordpress ჯობს მეთქი. (ალьბათ?) ააარც კი ვიცი რითი დავიწყო. პირველი პოსტია მაინც… ამ პოსტსაც ასე ქვია, ხედავ? ვბოდიალობ ახლა რაღაცას და რამეს რომ მოვიფიქრებ მერე დავწერ : ) აბა ჰე და აბა ჰო როგორც ხეოფსა კიარადა ლევან აპრილაშვილი ამბობს ხოლმე იაჰუში რომ მემშვიდობება.

Comments (3) »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.